იყალთოს მონასტერი

 

მდებარეობს თელავის ჩრდილოეთით, 10.2 კილომეტრის მოშორებით. მონასტერი ასურელმა მამა ზენონმა VI საუკუნეში დაარსა. იყალთოს მონასტერში არსენ იყალთოელმა აკადემია შექმნა. მონასტრის კომპლექსში შედის: ტაძარი და აკადემიის შენობის ნანგრევები. ასევე შემორჩენილია ძველი ქვევრები.

 

ალავერდის საკათედრო ტაძარი

 

მდებარეობს ალაზნის ველზე, სოფელ ალავერდთან, ახმეტის რაიონში, თელავიდან 20 კილომეტრის მოშორებით. ალავერდის მონასტერი ასურელმა მამა იოსებმა VI საუკუნეში დაარსა. მონასტერი საქართველოს ერთ-ერთი მძლავრი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო.

 

გრემის ტაძარი

 

მდებარეობს სოფელ გრემში, ყვარლის მუნიციპალიტეტში. მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი კახთა მეფე ლევანმა ააგო 1565 წელს. ტაძრის მოხატვა 1577 წელს დაუსრულებიათ. ადრე აქ ფუნქციონირებდა მარანი და აბანო.

 

ნეკრესის მონასტერი

 

 

მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდას მახლობლად. იბერიის მეფე თრდატმა IV საუკუნეში ნეკრესში ააგო ეკლესია, სადაც VI საუკუნეში ასურელი მამა აბიბოსი დამკვიდრდა. კომპლექსში შემავალი ბაზილიკა VII საუკუნისაა, ხოლო გუმბათოვანი ეკლესია VIII-IX საუკუნეებით თარიღდება.

 

ტურის ღირებულება 1 ადამიანზე:

 

2 ადამიანამდე – 175 ლარიდან
3-დან 6 ადამიანამდე – 70 ლარიდან
7-დან 15-ადამიანამდე _ 35 ლარიდან

 

 

ფასში შედის:
ტრასპორტი
გიდის მომსახურება
წყალი

(საკვების დამატება შესაძლებელია ინდივიდუალურად, ფასი 1 ადამიანზე _ 10 ლარიდან

 

 

 

Loading...